ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება
აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ასეულმა ვაზიანის პოლიგონზე ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება საბრძოლო სროლებით ჩაატარა. სწავლებაში მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის „ბრავო“ ასეულთან ერთად მონაწილეობას იღებდა პირველი ქვეითი ბრიგადის სნაიპერთა ჯგუფი და აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო საინჟინრო ბატალიონის ქვედანაყოფი. სწავლების მიზანს ქვედანაყოფის კოლექტიურ დავალებებში მხარდამჭერ ელემენტებთან კოორდინირებული მომზადება წარმოადგენდა.
