დიპლომატის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება
საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა, რომელზეც სულხან საბა ორბელიანის სახელობის უწყებრივი ჯილდოს გადაცემის საზეიმო ცერემონია შედგა. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, რომელმაც დიპლომატიურ სამსახურში მყოფ ყველა პირს პროფესიული დღესასწაული მიულოცა და მადლობა გადაუხადა ქვეყნის სამსახურისა და სახელმწიფო ინტერესების დაცვის საქმეში შეტანილი წვლილისთვის. სულხან საბა ორბელიანის სახელობის უწყებრივი ჯილდო გადაეცათ მიხეილ უკლებას და მერაბ ანთაძეს.
