ბიოდეგრადირებადი საწრუპი ჩხირების საწარმო
სოფლის განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ბიო დეგრადირებადი საწრუპი ჩხირების საწარმო ამოქმედდა. სოფლის განვითარების პროგრამის თანა დაფინანსება 125 ათასი ლარია. „სოფლის განვითარების პროგრამას“ სოფლის განვითარების სააგენტო, ევრო კავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის” ფარგლებში ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, სულ დაფინანსებულია 77 პროექტი. ინვესტიციის ჯამური ღირებულება 11 მილიონ ლარს აჭარბებს.
