ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მეოთხე ქვეით ბრიგადაში რუსთავის 24 ქართული გიმნაზიის მოსწავლეებისთვის ღია კარის დღე გაიმართა
ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მეოთხე ქვეით ბრიგადაში რუსთავის 24 ქართული გიმნაზიის მოსწავლეებისთვის ღია კარის დღე გაიმართა. მოსწავლეებს სამხედრო მოსამსახურეებმა უმასპინძლეს და ბავშვებს ჯარისკაცების საცხოვრებელი და სამუშაო პირობები გააცნეს. ვიზიტორებმა ბაზის ინფრასტრუქტურა, სპორტული დარბაზები და ტერიტორიაზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკა დაათვალიერეს.
