რუსთავის მერის 2022 წლის ანგარიში
რუსთავის მერმა რუსთაველებისთვის 2022 წლის ანგარიშის წარდგენა დაიწყო. ნინო ლაცაბიძის ერთი წლის ანგარიში, პირველად სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ მოისმინა. ამ ეტაპისთვის უკვე 10 მილიონი ლარით განსაზღვრული ბიუჯეტი, რუსთავში 50-მდე ინფრასტრქუქტურულ პროექტს, 14 ახალ რეკრეაციულ სივრცეს, 37 სოციალურ პროგრამას, განათლების ხელშეწყობას, სტუდენტურ და ახალგაზრდულ პროგრამებს, ახალი მუნიციპალური სერვისების დანერგვას და რეფორმირებას მოხმარდა. შეხვედრაზე, ნინო ლაცაბიძემ 2023 წლის ბიუჯეტის პროექტზეც ისაუბრა.
