კონგრესის არჩევნები აშშ-ში
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ სამხარაძე და დელეგაციის წევრი, მაკა ბოჭორიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის და სენატის არჩევნებში, ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მიიღებენ მონაწილეობას. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრეს სამსახური ავრცელებს. ასევე კონგრესის და სენატის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიით მიდის ლევან იოსელიანი. არჩევნები 5 დღეს გაგრძელდება.
