სასამართლო რეფორმა
ევროპული რეკომენდაციების მესამე პუნქტის შესრულების მიზნით, პარლამენტი მორიგ ცვლილებებს იღებს. სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის ფორმატში მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები ექვს მიმართულებას მოიცავს. მათ შორის უმჯობესდება რაიონული ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის განწესების წესი. სავალდებულო ხდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არა მოსამართლე წევრის არჩევისას კანდიდატების იურიდიულ კომიტეტში საჯარო მოსმენა. საკანონმდებლო პაკეტს ოპოზიციის მხარდაჭერა არ ექნება. მმართველ გუნდში, კი ამბობენ, რომ ცვლილებები, რომლებიც ქართულმა ოცნებამ შეიმუშავა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადდა.
