პრემიერი IMF-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქმიანობაზე ისაუბრეს პრემიერ-მინისტრმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა. შეხვედრაზე მზადყოფნა გამოითქვა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების გასაგრძელებლად. ხაზი გაესვა საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტენდენციებს.
