პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა
გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების გარემოს მნიშვნელოვანი ტენდენციები, ასევე საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თებერვლის მდგომარეობით, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის საბოლოო ვერსია მზად იყო პარლამენტისთვის წარსადგენად, მაგრამ მკვეთრად შეცვლილი უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, დოკუმენტი უსაფრთხოების არსებულ გარემოსთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანონ. სხდომის მონაწილეებმა კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში რეფორმის მიმდინარეობასა და სამართლებრივი ჩარჩოს შექმნის პროცესზეც იმსჯელეს.
