სასამართლო რეფორმების სამუშაო ჯგუფმა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მოამზადა
კიდევ ერთი ევროპული რეკომენდაციის შესაბამისად, პარლამენტი სასამართლო რეფორმაზე მუშაობას იწყებს. სამუშაო ჯგუფმა ორგანულ კანონში საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა. ეს ჯგუფი მმართველ პარტიასთან ერთად პოლიტიკურ, პროფესიულ და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს აერთიანებს. რეფორმა ევროპის 12 რეკომენდაციის ნაწილია. კონკრეტულ მიზეზს ვერ ასახელებენ, მაგრამ ოპოზიციის წარმომადგენლები აქაც პროცესის მოწინააღმდეგეები არიან. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბრიუსელის დავალებას მმართველი პარტია მარტო ასრულებს. შესაბამისად, მათი ბოიკოტის მიუხედავად, საკანონმდებლო ორგანო საქმიანობას აგრძელებს.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ბუღაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
