საქალაქო სასამართლო მშობლების მკვლელობაში ბრალდებულის გიორგი ბეროზაშვილის საქმეს განიხილავს
მოწმის სახით დაიკითხა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, რომელმაც სასამართლოს უთხრა, რომ მშობლების მკვლელობაში ბრალდებულმა გამოძიების ეტაპზე დანაშაული დეტალურად აღიარა. რაც შეეხება მკვლელობის საქმეს, გამოძიების ინფორმაციით, 27 აპრილს ვაზისუბანში 30 წლის გიორგი ბეროზაშვილმა კონფლიქტის ნიადაგზე, მძინარე მშობლები ჯერ მოკლა, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა.
