საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მარიტა მეფარიშვილის ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით გაიხსნა
საკრებულოს თავმჯდომარემ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე ისაუბრა , გამოძიების მნიშვნელობაზე გაამხვილა ყურადღება და ცალკეულ პოლიტიკოსებს მოუწოდა უარი თქვან ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაზე. დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ ითქვა, რომ უახლოეს პერიოდში საკრებულო თბილისის მერის ანგარიშს მოისმენს , სადაც ყველას ექნება შესაძლებლობა ვაკის პარკის საქმესთან დაკავშირებით კახა კალაძეს კონკრეტული კითხვებით მიმართონ.
