პროკურატურამ ნარკოდანაშაულისთვის 25 ადამიანს, ბრალი ოფიციალურად წარუდგინა
აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო იმსჯელებს. გამოძიების ინფორმაციით, 18 მოქალაქე, თანხის სანაცვლოდ, სისტემატურად ეწეოდა ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას. ასევე 7 ბრალდებული უკანონოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს.
