სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, წერტილი დაესვა ქართული მართლმსაჯულების წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიას. სახელისუფლებო გუნდი ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც მომჩივანის მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა. აქვე განმარტავენ, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგენილი დარღვევები განაჩენზე გავლენას ვერ მოახდენდა. გიორგი მამალაძის მიერ მოთხოვნილი თითქმის 800 000 ლარის ნაცვლად, სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოს 9 000 ლარის გადახდა დააკისრა, რაც გულისხმობს არა მორალური ზიანის, არამედ იურიდიული წარმომადგენლობის, დოკუმენტების თარგმნისა და სხვა ხარჯების ანაზღაურებას.
