ოკუპანტებთან ომში დაღუპული ქართველი მებრძოლი გურგენ გაგნიძე სამშობლოში გამთენიისას ჩამოასვენეს
უკრაინაში, ოკუპანტებთან ომში დაღუპული ქართველი მებრძოლი გურგენ გაგნიძე სამშობლოში გამთენიისას ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი ოჯახის წევრები და მეგობრები შეიკრიბნენ. გაგნიძე 29 ოქტომბერს ბახმუტთან კონტაქტური ბრძოლის დროს მაშინ დაიღუპა, როცა ჯგუფთან ერთად ტყვეების ასაყვანად დაგეგმილ ოპერაციაში მონაწილეობდა.
