ნიკა გვარამიას საქმეზე ამერიკის საელჩოს კრიტიკულ განცხადებას "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მართლმსაჯულების სისტემაში ჩარევად აფასებს
ირაკლი კობახიძის განმარტებით, არავის აქვს უფლება ზეგავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. ნიკა გვარმიას სააპელაციო სარჩელზე სასამართლოს გადაწყვეტილება 2 ნოემბერს გახდა ცნობილი, მსჯავრდებულის პატიმრობაში დატოვებას კი საელჩომ შემაშფოთებელი უწოდა.
