რატომ არ დაუჭირა მხარი ოპოზიციამ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტს
რატომ არ დაუჭირა მხარი ოპოზიციამ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტს მაშინ, როდესაც ის ერთ-ერთი მთავარი პუნქტია ევროპულ რეკომენდაციებში. ბრიუსელის დავალების შესრულების პროცესი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გადაცემა „იმედი ლაივში“ შეაფასა და განაცხდა, რომ „ოპოზიცია ოლიგარქიზაციის მომხრეა“ - ირაკლი კობახიძის განმარტებით, ოპოზიციის სუბიექტური სურვილია, ძალაუფლება დაიბრუნონ ოლიგარქებმა, რომლებმაც კორუფციის გზით ასეულობით მილიონი იშოვეს. მისივე თქმით, საქართველოში არიან თვითაღიარებული ოლიგარქები და მათი ადგილი პოლიტიკაში არ არის.
