კანონმდებლებმა რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილეს
კანონმდებლებმა რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილეს და 86 ხმით მიიღეს. ინიციატივა გურამ მაჭარაშვილს ეკუთვნის. დღეს მოქმედი რეგულაციის მიხედვით, პროპორციული წარმომადგენლობითი კვოტები ფრაქციათა წარმომადგენლობისა და უფრაქციო პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად განისაზღვრება მაშინ, როდესაც რეგლამენტის მიხედვით, შესაძლებელია საპარლამენტო უმრავლესობასა და საპარლამენტო ოპოზიციაში გაერთიანდეს ერთი ან რამდენიმე ფრაქცია, ანდა უფრაქციო წევრები, რომელთათვისაც შესაბამისი კვოტები უზრუნველყოფილი არ არის.
