ანსამბლ „ჰერიოს“ კონცერტი
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ანსამბლ „ჰერიოს“ კონცერტი გაიმართა. მუსიკალური საღამოს პირველი ნაწილი ანსამბლის ახალი, ხალხური სიმღერების დისკის პრეზენტაციას დაეთმო, მეორე განყოფილებაში კი ქალაქური სიმღერები შესრულდა.
