უკრაინელი ბავშვები პარლამენტში
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტი უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებისას დაზარალებულთა ოჯახებიდან, საქართველოში სტუმრად მყოფ ბავშვებს მასპინძლობს. საკანონმდებლო ორგანოს დათვალიერების შემდეგ, ღონისძიებაზე ბავშვებს სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. სიტყვით გამოვიდა პარლამენტის თავმჯდომარე და უკრაინელ ხალხს სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოუცხადა. დღის ბოლოს ბავშვებს მთაწმინდის პარკი უმასპინძლებს.
