პარლამენტში, სახალხო დამცველობის კანდიდატს, ქეთევან ჩაჩავას მოუსმინეს
პარლამენტში, სახალხო დამცველობის კანდიდატს, ქეთევან ჩაჩავას მოუსმინეს. კიდევ ერთი კანდიდატი, ნიკოლოზ ნიკოლაძე კი, კომიტეტის სხდომაზე არ მივიდა, შესაბამისად, ის გასაუბრებას საკანონმდებლო ორგანოში ვეღარ გაივლის. ომბუდსმენობის კანდიდატებტან გასაუბრება ხვალ დასრულდება. სახალხო დამცველის ასარჩევად, 90 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც იმას ნიშნავს, რომ მმართველ პარტიასა და ოპოზიციას ერთ კონკრეტულ კანდიდატზე შეთანხმება მოუწევს.
