ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის სარჩელზე გადაწყვეტილება გამოიტანა
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის სარჩელზე გადაწყვეტილება გამოიტანა. სასამართლომ დაადგინა, რომ განმცხადებლის საქმეში სამართალწარმოება მთლიანობაში, არ ეწინააღმდეგებოდა სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნებს. ასევე სასამართლოს განმარტებით, არ დაკმაყოფილდა მატერიალური ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა, არამატერიალური ზიანისთვის კი მოპასუხეს სახელმწიფომ 9 418 ლარი უნდა გადაუხადოს. ამ შემთხვევაში, საუბარია სასამართლო პროცესების დახურვაზე.
