დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო
დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 80- მა დეპუტატმა დაუჭირა. 32- მა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. ცხრამ კი, ხმა წინააღმდეგ მისცა. კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა ოპოზიციამ, რომელიც თავად ითხოვდა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის მიღებას. ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ საერთაშორისო პარტნიორებს და არასამთავრობო სექტორს კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიას წარუდგენენ. ოპოზიციის ეს გადაწყვეტილება შეაფასეს მმართველ გუნდში. ქართულ ოცნებაში მიაჩნიათ, რომ ამ ქმედებით ოპოზიციამ უარი თქვა ევროპული რეკომენდაციის შესრულებაზე
