ოპოზიციის ნაწილმა სალომე ზურაბიშვილს წერილით მიმართა და ნიკა გვარამიას შეწყალებას სთხოვს
ოპოზიციის ნაწილმა სალომე ზურაბიშვილს წერილით მიმართა და ნიკა გვარამიას შეწყალებას სთხოვს. შესაძლოა, პრეზიდენტის ადმიანისტრაციაში შეხვედრაც გაიმართოს. კოლეგებს უკვე გაემიჯნა გიორგი ვაშაძე, რომელიც ამ პროცესს ფარს უწოდებს. მმართველმა გუნდმა კი საზოგადოებას შეახსენა ის სიტყვიერი შეურაცხყოფები, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი სალომე ზურაბიშვილს აყენებდა. ქართულ ოცნებაში იმედი აქვთ , რომ პრეზიდენტი საზოგადოების ურავლესობის პოზიციას გაიზიარებს. ქართული ოცნება ამერიკის საელჩოს განცხადებასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ყველა ქვეყანამ სასამართლოს დამოუკიდებლობას პატივი უნდა სცეს.
