მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონის აღსრულების პროცესი დაიწყო
მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონის აღსრულების პროცესი დაიწყო. სააგენტოში სამი განაცხადი შევიდა, რომელიც ონლაინ და ფიზიკური ვაჭრობის შემთხვევებს ეხება. ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, სტატისტიკა განაცხადების შესახებ ყოველთვიურად გამოქვეყნდება. კანონის ძალაში შესვლის შემდეგ დეპარტამენტი შეიქმნა, გადაამზადეს თანამშრომლები, გაიწერა სამოქმედო გეგმა და ამოქმედდა ცხელი ხაზი.
