საბაზისო სამედიცინო სწავლება რეზერვისტებისთვის
ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის 204-ე კადრირებული ბატალიონის აქტიურ რეზერვში ჩართულმა სამხედრო მოსამსახურეებმა, „გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონისა“ და საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისის“ წარმომადგენლებმა პირველად საბაზისო სამედიცინო სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა. პირადმა შემადგენლობამ 2-დღიანი თეორიული და პრაქტიკული სწავლება გაიარა.
