ოპოზიცია დეოლიგარქიზაციის წინააღმდეგ. ვინ და რატომ ეწინააღმდეგება ევროკომისიის მოწონებულ უკრაინულ მოდელს?
პარლამენტი, ევროპის რეკომენდაციის შესაბამისად, ევროპის მიერ მოწონებულ კანონპროექტს განიხილავს. ოპოზიციის რიგები ფაქტობრივად ცარიელია, სხდომათა დარბაზში მხოლოდ 5 მათგანი ზის. დისკუსია კი დეოლიგარქიზაციას ეხება, კანონს, რომლის მიღება სწორედ ოპოზიციის თვეების ახირება და დაჟინებული მოთხოვნა იყო. განწყობა რადიკალურად მას შემდეგ შეიცვალა, რაც დოკუმენტში მათთვის სასურველი შედეგი ვერ ამოიკითხეს და პირიქით, თავის საზიანო საფრთხე დაინახეს. ამ მიზეზით იქცა უკრაინული მოდელი მიუღებლად. ეს ის მოდელია, რომელსაც, მმართველი პარტიის ინფორმაციით, მოლდოვაც დაეყრდნობა.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
