ნიკა გვარამია პატიმრობაში დარჩა
სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გამამტყუნებელი განაჩენი, რაც იმას ნიშნავს, რომ გვარამიას სამი წლითა და ექვსი თვით სასჯელის მოხდა მოუწევს. ოპოზიციის წევრთა განცხადებით, ნიკა გვარამიას პატიმრობა ხელისუფლების მხრიდან ევროინტერგაციის პროცესის გამიზნული შეფერხებაა და ისინი გეგმავენ გვარამიას შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტს მიმართონ.
