პარლამენტმა, ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა
დეპუტატებს ცვლილებების შესახებ დეტალები, ანრი ოხანაშვილმა გააცნო. ანტიკორუფციული ბიურო დამოუკიდებელი სამსახური იქნება, რომლის ხელმძღვანელს პრემიერ მინისტრი დანიშნავს. მისი ძირითადი ფუნქცია, კორუფციასთან ბრძოლის პროცესში, უფლება მოვალეობების კონსოლიდაცია იქნება. ოპოზიციას, კანონპროექტთან დაკავშირებით შეკითხვები აქვს.
