ომი უკრაინაში
საოკუპაციო ძალა უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ისევ ბომბავს. ინტენსიური სარაკეტო თავდასხმების შედეგად, უკრაინის ენერგეტიკული ობიექტების 40% მწყობრიდან არის გამოსული, რის გამოც მოსახლეობას ელექტროენერგია და წყალი გრაფიკით მიეწოდება. ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, მძიმე ზამთარს მაქსიმალურად მომზადებულები შეხვდნენ და საჭირო ნივთები მოიმარაგონ.
