თბილისის მერია ავტობუსებს საბიუჯეტო სახსრებით შეისყიდის
თბილისის მერია 200 ერთეულ 18-მეტრიან ავტობუსს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სესხით აღარ შეისყიდის. გადაწყვეტილების შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და განმარტა, რომ შესყიდვა საბიუჯეტო სახსრებით მოხდება.
