ისრაელის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ბლოკი იმარჯვებს
ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, მემარჯვენე ბლოკი ქნესეთში 120-დან 69 მანდატს მოიპოვებს, რაც სამთავრობო კოალიციის შესაქმნელად საკმარისი იქნება. ბოლო 3 წლის განმავლობაში ისრაელში საპარლამენტო არჩევნები უკვე მეხუთედ ჩატარდა.
