უკრაინაში ომის დაწყებიდან რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა რამდენიმე ქვეყანამ გაზარდა
უკრაინაში ომის დაწყებიდან რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა რამდენიმე ქვეყანამ გაზარდა. ამის შესახებ "ნიუ-იორკ ტაიმსი" წერს. გავრცელებული ინფორმაციით, ამ ქვეყნებს შორის არიან: თურქეთი, ინდოეთი, ჩინეთი, ბრაზილია, ბელგია, ესპანეთი, ნიდერლანდი და იაპონია. რუსეთთან სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებლით ინდოეთი ლიდერობს, რომელმაც ბრუნვა 310 %-ით გაზარდა. თურქეთს კი რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა 198%-ით აქვს გაზრდილი.
