მალე ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული პრესის მუზეუმი გაიხსნება
მალე ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული პრესის მუზეუმი გაიხსნება. პერიოდული გამოცემები, რომლებიც ქვეყნის ისტორიის უმნიშვნელოვანესი ფაქტებისა თუ მოვლენების მემატიანეს წარმოადგენს, ერთ სამუზუმო სივრცეში გამოიფინება. მუზეუმი ილია ჭავჭავაძის, სერგეი მესხის, ნიკო ნიკოლაძისა და სხვათა რედაქტორობით გამოცემულ, ბიბლიოთეკის ფონდში დაცულ უნიკალურ პერიოდიკას მოიცავს.
სიუჟეტის ავტორი: შორენა კოპალეიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
