რუსული არმია უკრაინის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტების განადგურებას განაგრძობს
რუსული არმია უკრაინის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტების განადგურებას განაგრძობს. საჰაერო განგაშის სიგნალები დღის განმავლობაში უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე ისმოდა. ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ქვეყნის მასშტაბით, მოსახლეობას ელექტროენერგიის, სითბოსა და სასმელი წყლის გარეშე დარჩენა ემუქრება. დასავლეთი მზად არის კიევს, ენერგოსისტემების აღდგენასა და მოსახლეობისთვის დენის მიწოდებაში დაეხმაროს. გასულ დღე-ღამეში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 55 რაკეტა გაუშვა.
