მომავალი წლიდან საქართველოს შესაძლებლობა ექნება არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან საყოველთაო ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმოს
მომავალი წლიდან საქართველოს შესაძლებლობა ექნება არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან საყოველთაო ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმოს. ეს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგია. სწორედ ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, თავისუფალი ვაჭრობა და ინვესტიციების წახალისება იყო ორი დღის განმავლობაში შეხვედრების მთავარი თემა. მთავრობის მეთაურს აუდიენცია ჰქონდა მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტთან, დღეს კი, ტოლერანტობისა და თანაარსებობის მინისტრს შეხვდა.
სიუჟეტის ავტორი: მეგი ნარსავიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
