ირაკლი ნადირაძის განცხადება - გამოხმაურება
თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ირაკლი ნადირაძის განცხადებით, თბილისის მერიის წინააღმდეგ ქონების გაფლანგვის ფაქტზე, პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს. საკრებულოს წევრი საგამოძიებო უწყებას მოუწოდებს, აღნიშნულთან დაკავშირებით, განმარტებები გააკეთოს. ირაკლი ნადირაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე.
