რატომ არ მოხვდა ელენე ხოშტარია მესამე სექტორის კვლევაში, რომელიც რუსულ ფულს და პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წყაროებს ეხებოდა
რატომ არ მოხვდა ელენე ხოშტარია მესამე სექტორის კვლევაში, რომელიც რუსულ ფულს და პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წყაროებს ეხებოდა. არასამთავრობოები ამბობენ, რომ ხოშტარიას რუსულ ფულთან დაკავშირებით, მათ ინფორმაცია არ აქვთ და ვერც რისკებს ხედავენ. შესაბამისად, არ აპირებენ მისი ფინანსებით დაინტერესებას, რადგან ეს როგორც თავად თქვეს, ხოშტარიას პირადი ფულია. ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის კი, ეს ფაქტი კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ მესამე სექტორი ორმაგი სტანდარტით მოქმედებს. ქართულ ოცნებაში დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, საკუთარი ვალდებულების შესრულების ნაცვლად, პოლიტიკური პარტიების ფუნქციებს ითავსებენ .
