პრემიერ მინისტრის სამუშაო ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დასრულდა
პრემიერ მინისტრის სამუშაო ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დასრულდა. აბუ-დაბის საერთაშორისო აეროპორტში, პრემიერ-მინისტრი არაბთა გაერთიანებული საამიროების იუსტიციის მინისტრმა გააცილა. ირაკლი ღარიბაშვილი ვიზიტის ფარგლებში, დღს არაბთა გაერთიანებული საამიროების ტოლერანტობისა და თანაარსებობის მინისტრს შეხვდა, რომელიც საქართველოში განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი, 150 მილიონი დოლარის ინვესტიციის მფლობელია.
