თბილისში, ქართულ-იაპონური ბიზნეს ფორუმი მიმდინარეობს
თბილისში, ქართულ-იაპონური ბიზნეს ფორუმი მიმდინარეობს. მონაწილეობს 30 იაპონური კომპანია. ფორუმი, იაპონიის საელჩოსა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით ტარდება. განიხილება სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობები, შუა დერეფნისა და საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის პერსპექტივები. ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, იაპონური ბიზნესის წარმომადგენლებს, ქვეყნის ეკონომიკის ძირითადი ტენდენციები და მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გააცნო.
