საგანგებო სიტუაციებში ქცევის საჩვენებელი წვრთნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს თანამშრომლებმა, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ საჩვენებელი წვრთნა ჩაატარეს. ხანძრის ქრობის სიმულაციის დროს, სასტუმროს თანამშრომლებს უშუალოდ მოუწიათ ევაკუაციის პროცედურებში ჩართვა. მეხანძრე-მაშველებმა შენობიდან "დაშავებულები" გამოიყვანეს და ურბანული ხანძრის დროს მოქმედების ყველა აუცილებელი კომპონენტის დემონსტრირება განახორციელეს.
