საქსტატის მონაცემებით, საქართველო ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს ინარჩუნებს
საქსტატის მონაცემებით, საქართველო ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს ინარჩუნებს. გასულ ცხრა თვეში რეალურმა ზრდამ 10.2 მეათედი პროცენტი შეადგინა. გაუმჯობესებულია ყველა პარამეტრი, მათ შორის თითქმის სრულად არის აღდგენილი ტურიზმისგან მიღებული შემოსავლები. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2027 წლისთვის საქართველოს ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე, 10 ათას დოლარიან ნიშნულს პირველად გადააჭარბებს.
