შინგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს მასშტაბით ნარკოდანაშაულისთვის 24 ადამინი დააკავა
შინგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს მასშტაბით ნარკოდანაშაულისთვის 24 ადამინი დააკავა, მათ შორის 18 ნარკორეალიზატორია. დაკავებულებს შორის არიან უკრაინის, რუსეთისა და ყაზახეთის მოქალაქეებიც. სამართალდამცველებმა, დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა. პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო ნარკოტიკული საშუალებები. ასევე, ამოღებულია ნარკოტიკების უკანონო გასაღების შედეგად მიღებული თანხა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ნარკოტიკების ინტერნეტით უკანონო გასაღების ფაქტებიც აღკვეთა.
