მეგაშოუს „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მე-11 სეზონი გაიხსნა
მეგაშოუს „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მე-11 სეზონი გაიხსნა. ტრადიციულად ყოველ ორშაბათს, 22:00 საათზე, „იმედზე“ ვარსკვლავები იცეკვებენ. 12 მონაწილეს შორისაა მომღერალი ოლგა პოლიაკოვა , საოპერო მომღერალი ლადო ათანელი და იტალიელი ტიკტოკერი ალექსანდრო კარუზო. ჟიურის წევრები კი არიან გოჩა ჩერტკოევი , სოფო შევარდნაძე და ირაკლი მაქაცარია.