დღეს ხვიჩა კვარაცხელია უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის უკანასკნელი ტურის შეხვედრას გამართავს
დღეს ხვიჩა კვარაცხელია უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის უკანასკნელი ტურის შეხვედრას გამართავს. „ნაპოლი“, სადაც 21 წლის ქართველი ფეხბურთელი გამოდის, „ენფილდზე“ „ლივერპულის“ წინააღმდეგ ითამაშებს. ხუთი ტურის შემდეგ თხუთმეტი ქულით „ნაპოლი“ ჯგუფის ლიდერია და იმ შემთხვევაში თუ ოთხი, ან მეტბურთიანი სხვაობით არ წააგებს, პირველ ადგილს შეინარჩუნებს. შეხვედრა დღეს, თბილისის დროით ღამის თორმეტ საათზე დაიწყება.
