საცირკო ხელოვნების განვითარების ხელშესაწყობად კონკურსი გამოცხადდა
საცირკო ხელოვნების განვითარების ხელშესაწყობად კონკურსი გამოცხადდა. მიზანია საცირკო ხელოვნების განვითარება და პოპულარიზაცია. სამინისტრომ კონკურსი წელს პირველად გამოაცხადა. ათწლეულების მანძილზე, სახელმწიფოს საცირკო ხელოვნების ხელშეწყობისთვის არ გადაუდგამს ქმედითი ნაბიჯები. ამ ხარვეზზე საუბრობდნენ დაინტერესებული პირები და ასევე, დეპუტატებმა ისაუბრეს "მინისტრის საათის" ფარგლებში.
