უკრაინელი ბავშვები საქართველოში
ბუჩიდან, ირპენიდან, ოდესიდან და სხვა ქალაქებიდან, საქართველოში 30 უკრაინელი სტუმარი ჩამოვიდა. მათი უმრავლესობა ბავშვები არიან. სტუმრებს, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, მასპინძლობს. უკრაინელი ბავშვები ბათუმში იმყოფებიან, შემდეგი გაჩერება კი მცხეთაა, სადაც ისტორიული ქალაქის ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებენ. სამ ნოემბერს, პარლამენტში ოფიციალური მიღება გაიმართება, მათ პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები შეხვდებიან. თბილისის მერიის ხელშეწყობით კი, ისინი ეწვევიან მოზარდ მაყურებელთა თეატრს, ბოტანიკურ ბაღს, მთაწმინდის პარკს. უკრაინელი სტუმრები ასევე მონაწილეობას მიიღებენ თელავში დაგეგმილ ერეკლეობის ღონისძიებაზე, რომელიც 7 ნოემბერს გაიმართება.
