ომი უკრაინაში
ოკუპანტების მიერ საჰაერო დარტყმების შედეგად კიევსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში ენერგოობიექტები ზიანდება, რის შედეგადაც მოსახლეობის დიდ ნაწილს ელექტროენერგია და წყალი აღარ მიეწოდება. უკრაინული მხარის განცხადებით, სარაკეტო იერიშების შედეგად მიყენებული ზარალი დიდია, თუმცა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების ეფექტიანობაც, რაზეც ჩამოგდებული რუსული რაკეტებისა და დრონების რაოდენობა მეტყველებს.
