სამედიცინო მომსახურების დაფინანსების რეფორმა ძალაში შევიდა
სამედიცინო მომსახურების დაფინანსების რეფორმა ძალაში შევიდა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებთან ანგარიშსწორება დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით დაფინანსების მოდელით მოხდება. სისტემით, ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სახელმწიფო, მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის გადაიხდის. ახალი მეთოდის დანერგვის შემდეგ, ერთსა და იმავე მომსახურებას, ყველა კლინიკაში, ერთი ტარიფი ექნება. როგორც ჯანდაცვის მინისტრი, აცხადებს სახელმწიფო ზრუნავს მოქალაქეების ჯანმრთელობაზე და აქტიურად მუშაობს, რათა სამედიცინო სერვისები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და ხარისხიანი გახდეს.
