არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდა. განიხილეს ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მიმართულებები. აღინიშნა, რომ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის, თავისუფალი ვაჭრობის დამყარების მიზნით, მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს, საქართველოში კი, არაბული ინვესტიციით , არაერთი პროექტია დაფინანსებული. ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა რომ თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნა, ხელსაყრელ კლიმატს შექმნის ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობისა და განვითარებისათვის. შეხვედრას პრემიერი სოციალურ ქსელშიც გამოეხმაურა.
